გიმნაზია

თქვენ ეხლა ხართ:

სადამრიგებლო პროგრამა

შ.პ.ს. ჩაქვის წმიდა კეთილმორწმუნე მეფე დავითის სახელობის სკოლის თითოეულ კლასს დამრიგებელი ჰყავს.  მათ კანდიდატურებს ამტკიცებს სკოლის დირექტორი.

სკოლის დამრიგებელი არის სასწავლო სააღმზრდელო მუშაობის ორგანიზების პირველი რგოლი. მისი მუშაობა უნდა ემყარებოდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ხელს უწყობდეს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. Mმოსწავლეს უნდა უვითარებდეს სამოქალაქო ცნობიერებას და უნდა ემყარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება მოვალეობების გაცნობიერებაში.

დამრიგებელთა შერჩევა ხდება სასწავლო წლის დასაწყისში. Pპიროვნული თვისებების , პროფესიული დონისა და ღირსებების გათვალისწინებით. Mმისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კლასში მეგობრული, ადამიანური უფლებების ჩამოყალიბება.

საგაკვეთილო პროცესში დამრიგებლის სკოლიდან გასვლა თანხმდება დირექტორის მოადგილესთან (სასწავლო ნაწილის გამგე).


დამრიგებლის უფლებები და მოვალეობები

1. დამრიგებელს უფლება აქვს გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები.

ა)დამრიგებელი ყოველდღიურ საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ” შესაბამისად, სკოლის წესდებისა და სკოლის შინაგანაწესის მიხედვით.

ბ) დამრიგებელი სკოლაში უნდა გამოცხადდეს გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე.

გ) შემოიღოს კლასში მოსწავლეთა მორიგეობა პასუხისმგებელი მორიგის გათვალისწინებით. დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური ან სხვა პრობლემების გადაჭრაში.

დ) დამრიგებელს ევალება მშობლებისათვის შვილის დისციპლინისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში მინიმუმ ერთჯერ  (ინდივიდუალურად)

ე) სადამრიგებლო კლასისი მოსწავლეთა დასწრების აღრიცხვის ყოველდღიური შემოწმება, მოსწავლის მიერ გაკვეთილის /გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში, გაცდენის მიზეზების დადგენა.

ვ) დამრიგებელს ეკრძალება მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის, სკოლის დისციპლინარული გადაცდომის შესახებ მშობელთა კრებაზე საუბარი, დაუშვებელიაA ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა სხვისი თანდასწრებით.

ზ)დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დასრულებისას გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაცნობა სხვისი თანდასწრებით.

თ) დამრიგებელი ვალდებულია სასწავლო წლის დასრულებისას გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეულ მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, აღნიშნულის საფუძველზე დაწეროს თითოეული მოსწავლის დახასიათება. სადაც აღწერს:

I. მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში;

II. მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს.

ი)დამრიგებელი ვალდებულია მოსწავლის წლიური შეფასების დაბალი/5,1-ზე ნაკლები მაჩვენებლის შემთხვევაში გააფრთხილოს მშობელი  და მოსწავლე მომდევნო სასწავლო წლებში მნიშვნელოვანი პროგრესის აუცილებლობის შესახებ.

2.დამრიგებლის მუშაობის პრინციპია აღზრდის მთლიანობა, აქტიური პიროვნების აღზრდა, მოსწავლეთა ჩართულობა და თანამშრომლობის პრინციპები.

3. დამრიგებელი პასუხისმგებელია კლასგარეშე და სკოლისგარეშე სასწავლო-აღმზრდელობით ღონისძიებების დაგეგმვა- ჩატარების და სადამრიგებლო საათის პროგრამის განხორციელებაზე.

4.დამრიგებელი ვალდებულია იზრუნოს მოსწავლეთა ჩართულობით საკლასო ოთახის ესთეთიკურ გაფორმებაზე, საკლასო ოთახის ინვენტარის მოვლაზე და სანიტარულ-ჰიგიენურ პირობების დაცვაზე.

5. დამრიგებელი ვალდებულია მოამზადოს მოსწავლეები კვების ბლიკში, სპორტისა და ცეკვის გაკვეთილებზე ჩასასვლელად.

6. დამრიგებელი პასუხისმგებელია დირექტორთან წარსადგენი დოკუმენტის შევსებაზე, მათ შორის ნიშნების ფურცლის ზუსტად შევსებაზე, /საქმის წარმოება, ატესტატის შევსება, ატესტატის გაცემის წიგნში ნიშნების გადატანა ცდომილების გარეშე;

შენიშვნა: სადამრიგებლო პროგრამა განხილულია პედაგოგიურ .საბჭოზე და ეფუძნება /კანონს ,, ზოგადი განათლების შესახებ”, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის შინაგანაწესს და სხვა.

Dedicated Cloud Hosting for your business with Joomla ready to go. Launch your online home with CloudAccess.net.